вторник, 17 апреля 2012 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
სულხან–საბა ორბელიანის ,,უტკბესი და უმწარესი“
რა შეიძლება გამოიწვიოს ტკბილმა და მწარე ენამ?
სიტყვის სემანტიკა,სიტყვის დამარცვლა   (3სთ)
მოსწავლეთა პროფილი
I საფეხური.მეორე კლასი.10 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილია მნიშვნელობა /აქტუალობა
რა შეუძლია ადამიანის ენის მიერ ნათქვამ სიტყვას,ენას.
როგორი სიტყვით შეიძლება  ადამიანს ატკინო გულიან გაახარო.
გაკვეთილის მიზნები








შედეგები
.იგავ-არაკზე დაკვირვება,როგორც ლიტერატურული ჯანრი
.ტექსტის კითხვა და ანალიზი
.არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება
სიტყვის სემანტიკაზე დაკვირვება (ზედსართავა სახელის ხარისხის ფორმები – პრაქტიკულად)
.ინტონაციური,პუნქტუაციური,ორთოგრაფიული,გრაფიკულიჩვევების ფორმირება


.შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თამატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
. ხმამაღლა კითხულობს  მარტივი წინადადებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს.ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
.აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას
.შეუძლია წაკითხულიტექსტის ცალკეული ფრაგმენტი  გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
.შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

წინასწარი ცოდნა
სიტყვით ადამიანს შეიძლება გული ატკინოთ ან გაახაროთ.
როგორი შეიძლება იყოს სიტყვა.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება გამოიყენება განმავითარებული
.გამომეტყველებითი კითხვა
.საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
 .სიტყვის დამარცვლასა და გადატანაში
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,აქტივობის რვეული,დაფა, ცარცი, მწერლის სურათები.
კომპიუტერი
გაკვეთილის მსვლელობა
                           I გაკვეთილი
         დაფაზე  დაიხაზება და შეივსება ,,გონებრივი იერიშის“ რუკა:   როგორი შეიძლება იყოს სიტყვა.
ამ სიტყვების გამოყენებით შევადგენთ წინადადებებს. გაიხსენე ბენ პირადი ცხოვრებიდან  შემთხვევებს თავიანთი სიტყვით თუ ვინმე გაუხარებიათ ან გაუნაწყენებიათ.
          შემდეგ გავაცნობ ანდაზებს ტკბილ სიტყვაზე და ენაზე. ვაჩვენებ მწერლის სულხან–საბა ორბელიანის სურათებს,და ვესაუბრები მარტივად მასზე, როგორც ქართველ მეიგავეზე.აქვე ყურადღებას ვამახვილებ იგავ–არაკის,როგორც ლიტერატურუ –ლი  ჯანრის, სპეციპიკაზე.
      შემდეგ ვკითხულობ ტექსტს პაუზებით.ვაკეთებ სამ  პაუზას (1 პაუზა – არც ზღვაში მოიპოვებოდესო.  II –მასზე მწარე არაფერი იყოსო ქვეყანაზეო.  III -  ეს როგორ?) პაუზებით კითხვის დროს აიხსნა გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები.ამის შემდეგ ტექსტს კითხულობენ მოსწავლეები თავიდან  ბოლომდე
     აქტივობის რვეულში სრულდება  დავალება N3 .წერია  სიტყვათა წყვილი მათ უნდა განაგრძნონ. ტკბილი –  უტკბესი, მწარე – უმწარესი,ლამაზი –   ,ღარიბი –   .მდიდარი –  , ბოროტი –   .
მოსწავლეები აკვირდებიან სიტყვებს,რა მსგავსება და განსხვავე ბაა მათ შორის  ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით.
მათი  გამოყენებით დგება წინადადებები.(ჯგუფური მუშაობა)
საშინაო დავალება. აქტივობის რვეულში –  კითხვებზე პასუხის გაცემა.
                          II გაკვეთილი
ვამოწმებ საშინაო დავალებას .ვარჯიშობენ გამომეტყველებით კითხვაში.
   ვუსვამ ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს.შემდეგ მაღალი დონის კითხვებს: ეთანხმები ვეზირის სიტყვებს? რატომ? დაასაბუთეთ თქვენი აზრი.   ამის შემდეგ სრულდება აქტივობის რვეულში დავალება ორი –– კითხვებზე პასუხის გაცემა:  თქვენი აზრით ––1. რატომ არის ენა უტკბესი?
                  2. რატომ არის ენა  უმწარესი?
        შემდეგ ვაანალიზებთ ტექსტის ბოლოს მოთავსებულ  გამოცანას. (ენა)
  სიტყვა ,,ენა’’ გამოყენებით ახალ–ახალი ერთეულების მიღება. ენაჭარტალა,ენაბლუ,ენაკვიმატი, ენატანია .....
 საშინაო დავალება  – ამ  სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა.

                           III   გაკვეთილი
  ორგანიზაციის საკითხის მოგვარების შემდეგ  ვაკითხებ ერთ მოსწავლეს თავიდან ბოლომდე ,შემდეგ ვაკითხებ როლებად (მთხრობელი,მეფე, ვეზირი).ვარჯიშობენ  და კითხვების საშუალებით გადმოსცემენ შინაარს.
     მასწავლებელი სვამს კითხვებს: მეფის თხოვნის შესრულება შეეძლო თუ არა ვეზირს სხვაგვარად?
         როგორ ფიქრობთ,რატომ მოუტანა მან მეფეს ორივე შემთხვევაში ენა (იმიტომ რომ მან მეფეს პირდაპირი თქმა ვერ გაუბედა, თავისი სატქმელი ენის მიტანით უთხრა)
  ვაძლებ ბარათებს და ვავალებ დაწერონ რისი თქმა სურს  ამ ნაწარმოებით  მწერალს.
          დაფაზე ვწერ სიტყვას ენა. არკვევენ მოსწავლეები  რამდენმარცვლიანია ეს სიტყვა შეიძლება თუ არა მისი გადატანა .... შემდეგ ვაკეთებ დასკვნას : ერთი ასოს დატოვება ან გადატანა არ შეიძლება.  .ეძებენ  და ამოწერენ  ტექსტიდან ისეთ სიტყვებს, რომლებიც არ დაიყოფა.
      აქტივობის რვეულში ამოწერენ ასოთა გადამბებს ანდაზებში:
ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა ცხარეა.    ნუ დასცინი სხვასაო,გადაგხდება თავსაო.
      საშინაო დავალება –  აქტივობის რვეულში   დავალება ოთხი.

    




Комментариев нет:

Отправить комментарий